ჩელსიში ძალიან გაბრაზებულები არიან | ორმხრივი შეთანხმების მიუხედავად, ტრანსფერი ჩაიშალა
ჩელსისთვის, ლამინ კამარას ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს, მონაკომ და ჩელსიმ, 22 წლის ნახევარმცველთან დაკავშირებით, პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ კლუბები უკვე სიტყვიერად იყვნენ შეთანხმებულნი, საბოლოოდ, მონაკომ, გარიგება მაინც ჩაშალა.
ამ გადაწყვეტილებამ ჩელსი ძალიან გააღიზიანა. ლონდონური კლუბი მიიჩნევდა, რომ ეს საქმის წარმოების ძალიან არაპროფესიონალური გზა იყო. მონაკოს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, კიდევ ერთი ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნის ევერტონში გაყიდვა სურდა. ფრანგულ კლუბს ორი ვარიანტი ჰოქნდა: ფოლარინ ბალოგუნის ევერტონში და ლამინ კამარას ჩელსიში გაყიდვა.
საბოლოოდ, ბალოგუნის ტრანსფერიც ჩაიშალა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ამერიკელ ფეხბურთელს, პრემიერ ლიგაში გადასვლა აღარ სურდა. ამ ყველაფრის შემდეგ, მონაკოს კვლავ ჰქონდა კამარას ჩელსიში გაყიდვის იმედი. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, ტრანსფერის გაოფიციალურება ვეღარ მოესწრო.
🚨🚨 BREAKING: LAMINE CAMARA DEAL OFF.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 1, 2026
AS Monaco cancel Lamine Camara-Chelsea deal after a written agreement between clubs, as they proceed with Balogun sale to Everton.
⚠️ Chelsea are FURIOUS as call it a deeply unprofessional way to conduct business. pic.twitter.com/fKvKSoAUig