,,ეს საფეხბურთო სტადიონი არ არის'' - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთთან ფრის შემდეგ
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰუგო ბროსმა, ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ, ატლანტას Mercedes-Benz Stadium გააკრიტიკა.
ბელგიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გამართულია, თუმცა ატმოსფერო დაიწუნა:
,,სრულიად გულწრფელი რომ ვიყო, ეს ფანტასტიკური არენაა, მაგრამ ფეხბურთის სტადიონი არ არის. მე ღია სტადიონებზე თამაში მიყვარს. აქ ვერ ვგრძნობ იმ ატმოსფეროს, რაც, მაგალითად, აცტეკაზეა - აი, ის ნამდვილად საფეხბურთო სტადიონია.
თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს სტადიონები მაყურებლისთვის საოცარია, მაგრამ მე მაინც წმინდა საფეხბურთო სტადიონები მირჩევნია. - ჰუგო ბროსი
ბროსმა პრესკონფერენციაზე მისი გუნდის თამაშიც შეაფასა და განაცხადა, რომ აფრიკელები უკეთეს შედეგს იმსახურებდნენ:
კარგი მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელები მიზანზე იყვნენ კონცენტრირებულები. ვფიქრობ, დღეს მეტს ვიმსახურებდით, რადგან კარგად ვითამაშეთ. ნახევარდაცვაში თავისუფალი სივრცეების გადაკეტვა მოვახერხეთ. ფეხბურთელებმა დიდი შეუპოვრობა გამოიჩინეს და სწორედ ამან შეცვალა თამაშის მიმდინარეობა, რის წყალობითაც გოლი გავიტანეთ. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.
სამხრეთ აფრიკისა და ჩეხეთის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბროსის გუნდი მომავალ მატჩს ხუთშაბათს, 25 ივნისს, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავს.
Técnico da África do Sul crítica estádio em empate com República Tcheca: "Não é de futebol".
— ge (@geglobo) June 18, 2026
Criticado pelo treinador Hugo Broos, a arena da equipe de futebol americano Atlanta Falcons é uma das sedes desta edição da Copa do Mundo realizada nos EUA, México e Canadá.
➡️ Confira:… pic.twitter.com/vG3s1wgaW7