Belive

"ეს ნამდვილად მესის და რონალდუს დონეა" - ბერნარდუ სილვა ჰოლანდზე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს "მანჩესტერ სიტის" "არსენალის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. "ქალაქელებისა" და "მეთოფეების" დაპირისპირება 23:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში "სიტი" პირველადგილოსან "არსენალთან" სხვაობას საკმაოდ შეამცირებს.  ამჟამად, არტეტასა და გვარდიოლას გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა.

ბუნებრივია, რომ ასეთ შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდს უდიდესი როლი ენიჭება. ნორვეგიელი ფორვარდის გვარდიოლას გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა და სწორედ ამაზე ისაუბრა მისმა თანაგუნდელმა ბერნარდო სილვამაც.

"შეხედეთ მისი გოლების მაჩვენებლებს, ეს დაუჯერებელია. ეს ნამდვილად მესის და რონალდუს დონეა. იმედია ერლინგი ასე გააგრძელებს, რადგან მისი გოლები სეზონის ბოლო თამაშამდე გვჭირდება. მას ნამდვილად აქვს იგივე მენტალიტეტი, როგორც კრიშტიანუს. ერლინგს ყოველთვის სურს საჯარიმოში ყოფნა და გოლის გატანა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ შეეხება ბურთს, გოლს მაინც იტანს. ის უბრალოდ სათანადო თავდამსხმელია." - განაცხადა ბერნარდუმ Arab News-თან საუბრისას.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მისი თანაგუნდელის მბაპესთან შედარებას ასე უპასუხა:

"კილიანი უფრო დრიბლერია, ჰოლანდი კი ძირითადად საჯარიმოშია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას არის. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მის ძალიან კარგად ასრულებს. იოლი არ არის კრიშტიანუსა და მესის დონის მიღწევა, მაგრამ ისინი საკმაოდ მაღლა არიან."

ნორვეგიელი შემტევი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემდეგ, ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა და 48 გოლის გატანა შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად “ქალაქელთა” ცხრიანმა 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულმა კლუბმა ერლინგი 60 მილიონ ევროდ დაიმატა.

სხვა სტატიები