,,ეს მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება'' - ბექჰემი მესიზე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერ მაიამის'' თანაფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, ამერიკულ გუნდში ლეო მესის მომავალზე ისაუბრა:
,,ლეოს ჩართულობას ლიგაში იმაზე უფრო დიდ ხანს ვხედავ, ვიდრე მისი სათამაშო დროა.
ვისურვებდი, რომ ჩვენთან დარჩეს, რადგან მისი აქ ყოფნა ფეხბურთელებს იზიდავს და გუნდის პრესტიჟსა და ცნობადობას ზრდის. მინდა, რომ ის აშშ-ში ფეხბურთის განვითარებას დაეხმაროს. ვფიქრობ, რომ ეს მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება.'' - დევიდ ბექჰემი
მესიმ მიმდინარე წლის 15 ივლისს ,,ინტერ მაიამისთან'' 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
36 წლის ვარსკვლავმა აშშ-ში ჩატარებულ პირველ სეზონში 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.