Belive

"ეს მაშინვე ვინანე" - მესიმ ნიდერლანდებთან გატანილი გოლი გაიხსენა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. არგენტინელებმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. საფეხბურთო ლატარეაში უფრო ძლიერი სამხრეთ ამერიკული ნაკრები აღმოჩნდა და 1/2-ფინალშიც გავიდა.

ამ დაპირისპირებაში გოლის გატანა ლეო მესიმაც შეძლო. არგენტინის ათიანმა მეტოქის კარის აღება განსაკუთრებულად აღნიშნა, რამაც ნიდერლანდელთა ბანაკში დიდი მღელვარება გამოიწვია.

ამ მატჩიდან ერთი წლის შემდეგ, ლეო სწორედ ამ აღნიშვნას იხსენებს და ამბობს, რომ ეს მაშინვე ინანა.

ეს აღნიშვნა დაგეგმილი არ მქონდა. როგორც კი ეს გავაკეთე, მაშინვე ვინანე. იმწამსვე გავიფიქრე: რა იდიოტი ვარ. მათ გათანაბრება კვლავ შეუძლიათ. - განაცხადა ლეომ ESPN-თან საუბრისას

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ არგენტინამ მოიგო და საუკეთესო ნაკრების ტიტული მესამედ მიიღო. ლეო მესი კი, მსოფლიო ჩემპიონატის თასს კარიერაში პირველად დაეუფლა.

სხვა სტატიები