რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა ბარსელონა ლა ლიგიდან გავარდნილი ვნახო
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ თქვა, რომ მისი სურვილია, პრინციპული მეტოქე, ბარსელონა ლა ლიგა 2-ში გავარდნილი იხილოს.
"მინდა, რომ ბარსელონა მეორე დივიზიონში ვიხილო. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს მოხდება", - ამბობს ენრიკე რიკელმე.
ესპანელი ბიზნესმენი ფლორენტინო პერესის კონკურენტია და მადრიდის რეალის პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძვის. ის ხმაურიანი განცხადებებით ხშირად გამოირჩევა და ამბობს, რომ გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელებას აპირებს.