,,ეს ადამიანისთვის ნორმალური არ არის...'' - გვარდიოლა ჰოლანდის გოლზე
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრაღის ,,სპარტასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდის გოლზე ისაუბრა:
,,არ ვიცი, როგორ გაიტანა... ვიტყოდი, რომ ეს ადამიანისთვის ნორმალური არ არის... ფანტასტიკური გოლია!
ბურთს სულ 15-ჯერ ან 20-ჯერ ეხება, მაგრამ ყოველთვის 7-8 შანსი აქვს. ეს დაუჯერებელია...
დიდებული გოლი იყო, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ დორტმუნდის წინააღმდეგ. არ ვიცი, შესასრულებლად რომელი უფრო რთულია, ალბათ, ორივე.'' - პეპ გვარდიოლა
ნორვეგიელის გოლმა ,,სიტის'' ნახევარმცველი, ფილ ფოდენიც აღაფრთოვანა:
,,ეს რომ მე მეცადა, ალბათ, საზარდულს დავიზიანებდი...ვარჯიშზე ასეთი რამ არ მინახავს, მაგრამ მსგავსი გოლი დორტმუნდთან მატჩშიც გაიტანა. ჰოლანდი ისეთ გოლებს იტანს, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეუძლია.'' - ფილ ფოდენი
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' პრაღის ,,სპარტას'' უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.
ინგლისური კლუბი მომავალ შეხვედრას 6 ნოემბერს, ლისაბონის ,,სპორტინგის'' წინააღმდეგ გამართავს.
Out of this world! 🌎
— Manchester City (@ManCity) October 23, 2024
🤯 @ErlingHaaland pic.twitter.com/zkDoUdPCCm