Belive

,,ეს აბსურდულია'' - ბლატერი მსოფლიო ჩემპიონატის 6 ქვეყანაში ჩატარებაზე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი, მიღებულ გადაწყვეტილებას, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების 6 ქვეყანაში ჩატარების შესახებ, არ ეთანხმება:

,,ტურნირის ასეთი გზით დაშლა აბსურდულია. მსოფლიო ჩემპიონატი კომპაქტური მოვლენა უნდა იყოს.

გარდა ამისა, ისტორიული მიზეზების გამო, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ექსკლუზიურად სამხრეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო.'' - იოზეფ ბლატერი

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება.

სამხრეთ ამერიკა სამ მატჩს უმასპინძლებს, გახსნითი შეხვედრა ურუგვაიში გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პირველ მატჩებს არგენტინაც და პარაგვაიც. დარჩენილი ყველა შეხვედრა კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა - 1930 წელს პირველ ჩემპიონატს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა.

სხვა სტატიები