ეროვნული ლიგის 12-ადგილიანი პროგრესი - IFFHS-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატები დაასახელა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატად იტალიის სერია A დაასახელა.
Top ათეულში ყველაზე მეტი, 8 ჩემპიონატი ევროპიდანაა, ორი კი სამხრეთ ამერიკიდან.
372,25 ქულით 53-ე ადგილს იკავებს საქართველოს ეროვნული ლიგა, რომელსაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 12-ადგილიანი პროგრესი აქვს.
ეროვნული ლიგა შვედეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ბელარუსის, რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის ჩემპიონატებს უსწრებს (სულ 47 ქვეყანას).
მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატები IFFHS-ის ვერსიით:
იტალიის სერია A - 1619,5 ქულა
ინგლისის პრემიერლიგა - 1567 ქულა
ესპანეთის ლა ლიგა - 1447 ქულა
ბრაზილიის სერია A - 1290,5 ქულა
გერმანიის ბუნდესლიგა - 1282,75 ქულა
საფრანგეთის ლიგა 1 - 1143,25 ქულა
პორტუგალიის პრიმეირა ლიგა - 1097 ქულა
ნიდერლანდების ერედივიზიონი - 1049,75 ქულა
ბელგიის პრო ლიგა - 1004,75 ქულა
არგენტინის პრიმერა დივიზიონი - 966,5 ქულა
საქართველოს ეროვნული ლიგა - 372,25 ქულა
შვედეთის ალსვენსკანი - 368,5 ქულა
ლიეტუვის A ლიგა - 361,75 ქულა