ერლინგ ჰოლანდის უნიკალური რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტიმ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა ერლინგ ჰოლანდმა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ახალი რეკორდი დაამყარა - ნორვეგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიოთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში გოლის გატანა 3 სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო:
ჰოლანდმა 2019-2020 წლების სეზონში, ზალცბურგში თამაშიშას, გენკს (2-ჯერ), ლივერპულსა და ნაპოლის (2-ჯერ) გაუტანა. 2020-2021 წლების სეზონში, დორტმუნდის მაისურით ლაციოს, ზენიტის, ბრიუგესა (2-ჯერ) და სევილიას კარი აიღო. სიტიში კი, გასული სეზონიდან მოყოლებული, თავი რეალთან, ნაპოლისთან, მონაკოსთან, ვილიარეალთან და დორტმუნდთან გამოიჩინა.
ერლინგის ახალი რეკორდის შესახებ პეპ გვარდიოლას ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა:
ყოველ ჯერზე, როცა პრესკონფერენციაზე გამოვდივარ, ჰოლანდის მორიგ რეკორდზე მეუბნებიან. ის ამ ყველაფერს იმსახურებს. რაც უფრო ძლიერია მისი გარემოცვა, მით უფრო ადვილია მისთვის მუშაობა. ტოპ კლუბებში საიმედო თანაგუნდელები მოთამაშის პოტენციალს ზრდიან.
მიმდინარე სეზონში 25 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 18 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
🚨🚨| RECORD: Erling Haaland has become the FIRST player to score in five consecutive UEFA Champions League games for three different clubs. 🤖🇳🇴
— CentreGoals. (@centregoals) November 5, 2025
[@spbajko] pic.twitter.com/K6nW5kMMIG