Belive

ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიელ ბავშვებს საჩუქრები გაუგზავნა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტისა" და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა - ერლინგ ჰოლანდმა, საფეხბურთო კლუბ "ბრინის" აღსაზრდელები დაასაჩუქრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდმა 12-წლამდე ასაკის 1000 ბავშვს საჩუქრები გაუგზავნა. 

ჰოლანდმა პატარა ბავშვებს საფეხბურთო მაისურები, შორტები, ჩანთები, წყლის ბოთლები და სხვა ეკიპირება გაუგზავნა. ნორვეგიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჩუქრების საერთო ღირებულება დაახლოებით 200.000 აშშ დოლარია. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერლინგ ჰოლანდი ქველმოქმედებით კავდება. "დორტმუნდის" დატოვების შემდეგ, ნორვეგიელმა თანაგუნდელებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

სხვა სტატიები