Belive

ბელინგემი კვლავ ფავორიტია - Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი განაახლა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, წინა ორი რეიტინგის მსგავსად, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ მადრიდის ,,რეალის'' ინგლისელი შემტევი, ჯუდ ბელინგემია.

,,ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი, რეალის გარემოს მოერგო ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ არავის გაუკეთებია. ინგლისელმა ბევრ გოლთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - მათ შორის დუბლი ელ კლასიკოში და ასევე დუბლი ჟირონას წინააღმდეგ, რასაც ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტიც ეწოდა.

ბოლო პერიოდში მის ირგვლივ აჟიოტაჟმა იკლო, ნაწილობრივ, ამის მიზეზი ტრავმა და დისკვალიფიკაციაა, თუმცა სიტისთან მომავალმა მატჩმა, შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს.

ბელინგემის ფორმის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატის მოგებაში იქნება დარწმუნებული ინგლისის ეროვნული ნაკრებიც. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ამ მომენტისთვის ჯუდი მთავარი ფავორიტია.- წერს Goal.

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ კილიან მბაპე, ფილ ფოდენი, ერლინგ ჰოლანდი და როდრი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ ,,მანჩესტერ სიტიდანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი

  2. კილიან მბაპე

  3. ფილ ფოდენი

  4. ერლინგ ჰოლანდი

  5. როდრი

  6. ჰარი კეინი

  7. მოჰამედ სალაჰი

  8. ვინისიუს ჟუნიორი

  9. ანტუან გრიზმანი

  10. ბუკაიო საკა

  11. ვირჯილ ვან დაიკი

  12. ხულიან ალვარესი

  13. დეკლან რაისი

  14. კევინ დე ბრუინე

  15. ბერნარდუ სილვა

  16. ფლორიან ვირცი

  17. ლაუტარო მარტინესი

  18. როდრიგო

  19. კრიშტიანუ რონალდუ

  20. ლეო მესი

სხვა სტატიები