Belive

ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის ახალი კონტრაქტი არ მიიღო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიში" პრობლემები იზრდება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ერლინგ ჰოლანდმა, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვიტა შეწყვიტოს მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე - იტყობინება El Nacional.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში, ბოლო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იყო იმისთვის, რომ თავდამსხმელს გადაეხედა მის მომავალი პერსპექტივისთვის. პრემიერ ლიგაში ბოლოდროინდელმა ჩავარდნამ და მუდმივმა ზეწოლამ, ფორვარდის გარშემო გაურკვევლი ატმოსფერო შექმნა. თავდამსხმელი აღარ არის დარწმუნებული თავის მომავალზე ინგლისში და შესაძლოა უარი თქვას "ქალაქელების" მიერ შეთავაზებული კონტრაქტის გაგრძელებაზე.

მიმდინარე სეზონში, ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები