ლუის ენრიკე: "ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლუის ენრიკემ გაიმეორა ის, რასაც ბარსელონაში 2015 წელს მიაღწია. ესპანელმა სპეციალისტმა პსჟ-სთან ერთად ტრებლი (საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა) მოიგო. ლუჩომ პარიზელებს ოცნება აუსრულა, თამაშის შემდეგ კი ფანებისგან უდიდესი სითბო და მადლობა მიიღო.
ჩვენ მთვარ მიზანს მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.
პსჟ-ს კამპუსში მუშაობის პირველ დღეს ჩემი ფრანგული კიდევ უფრო უარესი იყო, ვიდრე დღეს არის, თუმცა მაშინ ვთქვი, რომ მწვრთნელის რანგში ჩემი საბოლოო მიზანი ტიტულების ოთახის შევსება იყო.
ერთადერთი ტიტული, რომელიც გვაკლდა, ჩემპიონთა ლიგა იყო და ჩვენ ეს შევასრულეთ. ამბიციურები ვიყავით და ეს შევძელით.
ფანების მიერ ჩემი შვილის ბანერის გამმოოფენა? ეს ემოციური იყო. მშვენიერია, რომ გულშემატკივრები ჩემზე და ჩემს ოჯახზე ფიქრობდნენ. თუმცა, ჩემს ქალიშვილზე ფიქრისთვის ჩემპიონთა ლიგის ან თუნდაც თამაშის მოგება არ მჭირდება, ის ყოველთვის ჩემთანაა. ის მე და ჩვენს ოჯახს მხარს გვიჭერს და მის აქ ყოფნას მუდამ ვგრძნობ. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ახლა უკვე, ლუის ენრიკე ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც ტრებლის მოგება 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოახერხა. პირველად ეს პეპ გვარდიოლამ შეძლო. ორივე მწვრთნელმა პირველი ტრებლი ბარსელონასთან ერთად მოიპოვა, შემდეგ პეპმა ეს მანჩესტერ სიტისთან ერთად, ახლა კი ლუჩომ პსჟ-სთან ერთად გაიმეორა.