Belive

ერლინგ ჰოლანდი ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა​

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის მიხედვით ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას FWA-ს გვერდი ავრცელებს.

ჟურნალისტებს შორის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 22 წლის ნორვეგიელმა ხმების 82% მიიღო, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდია.

კენჭისყრაში მეორე ადგილი ლონდონის "არსენალის" მარჯვენა გარემარბმა ბუკაიო საკამ დაიკავა, ხოლო სამეულში მისი თანაგუნდელი და კიდევ ერთი ნორვეგიელი, მარტინ ოდეგორიც მოხვდა. მას მოჰყვა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი.

FWA ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1948 წლიდან ავლენს. გასულ წელს ეს ჯილდო "ლივერპულის" გარემარბმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიამ პრემიერ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები