ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ,,ქალაქელთა'' იუთუბ-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, საყვარელ სპორტსმენად მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაასახელა:
,,ჯოკოვიჩი ძალიან მომწონს! ის, რასაც მან მიაღწია, საოცრებაა... ასე რომ, თუ ფეხბურთის გარეთ, საუკეთესო სპორტსმენი უნდა დავასახელო, სწორედ ნოვაკს ავირჩევდი.'' - ერლინგ ჰოლანდი
ნორვეგიელმა ,,ეტიჰადის'' გარდა საყვარელ სტადიონად ,,დორტმუნდის'' ,,სიგნალ იდუნა პარკი'' დაასახელა.
ერლინგს, ასევე სთხოვეს, დაესახელებინა ხუთკაცა გუნდი, სადაც ,,სიტის'' ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო:
,,რონალდინიო, მესი, რონალდუ, მალდინი, კასილასი.''