Belive

"ნოტინგემთან გამარჯვება ძალიან რთული იყო" - პეპ გვარდიოლა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემ ფორესტი" გასვლაზე 2:0 დაამარცხა. გოლის ავტორები იოშკო გვარდიოლი და ერლინგ ჰოლანდი გახდნენ. "ქალაქელებმა" მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს და ლიდერ "არსენალს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მიუხედავად გამარჯვებისა, მანჩესტერელთა თავკაცი თვლის, რომ ეს შეხვედრა მათთვის საკმაოდ რთული იყო.

ძალიან რთული მატჩი იყო. გასულ სეზონში ჩვენი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ბევრად უკეთ ვითამაშეთ. გარემოებებიდან გამომდინარე ვიცოდით თუ როგორი თამაში გველოდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ მოედანი მშრალი იყო. მოედანი უკეთეს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, შექმნილ შანსებს აუცილებლად გამოიყენებდნენ და გოლსაც გაგვიტანდნენ. საოცრად გაგვიმართლა. ძალიან გვიჭირდა მაგრამ, მატე კოვაჩიჩმა და ბერნარდო სილვამ სიტუაციის დალაგება შეძლეს. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

გუშინ მოპოვებულმა გამარჯვებამ "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა. "ქალაქელთათვის" მომავალი სეზონი უკვე ზედიზედ მე-14 იქნება, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობენ.

თუმცა, გვარდიოლას გუნდს მთავარი ბრძოლა პრემიერ ლიგაში აქვს. როგორც ზემოთ ვახსენე მანჩესტერელები ლიდერ "არსენალს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, "ქალაქელებს" მარაგში კიდევ ერთი შეხვედრა აქვთ. თუ "სიტიმ" შეძლო და წელს პრემიერ ლიგა მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდს მოხსნის. "სიტი" პირველი გუნდი გახდება, რომელმაც ინგლისის პირველი დივიზიონი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო.

სხვა სტატიები