ერიკ ტენ ჰაგმა ლევერკუზენში 2-თვიანი მუშაობის შემდეგ საკმაოდ დიდი თანხა გამოიმუშავა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ლევერკუზენში 2 თვიანი მუშაობის შემდეგ თითქმის 6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. 55 წლის სპეციალისტი გერმანულ გუნდში ივნისის დასაწყისში დაინიშნა, გუშინ კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მიიღო.
სპორტულმა გამოცემა Sport Bild-მა გამოაქვეყნა თანხის ის რაოდენობა, რამდენიც ტენ ჰაგმა ლევერკუზენში ყოფნისას გამოიმუშავა. მათი გამოთვლებით ნიდერლანდელმა 5 მილიონ ევროზე ცოტათი მეტი მიიღო, რაც დღეში დაახლოებით 100 000 ევროს უტოლდება.
ერიკ ტენ ჰაგის მწვრთნელობის პერიოდში ლევერკუზენმა 3 მატჩი ჩაატარა, 1 გერმანიის თასზე, ხოლო 2 ბუნდესლიგის ეგიდით.
გერმანიის თასი - ზონენჰოფ გროსასპახი 0:4 ლევერკუზენი
ბუნდესლიგა - ლევერკუზენი 1:2 ჰოფენჰაიმი
ბუნდესლიგა - ვერდერი 3:3 ლევერკუზენი