ხავიმ ლევერკუზენი უარით გაისტუმრა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მთავარი მწვრთნელის გაშვების შემდეგ, ლევერკუზენი ხავის კანდიდატურას განიხილავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BILD ადასტურებდა.
მიუხედავად გერმანული კლუბის ინტერესისა, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის დირექტორი სიმონ როლფსი უარით გაისტუმრა. როგორც MARCA წერს, ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა "ფარმაცევტებს" უარი ორჯერ უთხრა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Bayer Leverkusen have contacted Xavi twice and he has rejected them twice as he doesn’t think about returning to football now.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 1, 2025
— @marca pic.twitter.com/SrFwK6xw0f
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენს ერიკ ტენ ჰაგი წვრთნიდა. ნიდერლანდელმა სულ რაღაც ორ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და მაინც გაუშვეს. როგორც კლუბის დირექტორი ამბობდა, ამ გეგმით გუნდის სწორად განვითარება შეუძლებელი იყო.