Belive

ერიკ ტენ ჰაგი: "მჯერა, მალე სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "წითლებს" წარმატებული პერიოდი მალე დაუდგებათ.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ყოველი მომდევნო მატჩი დიდ მოლოდინებს და ამავე დროს, რისკებს უკავშირდება. როცა ამ გუნდში ხარ, შენზე დიდი ზეწოლა მოდის.

თუმცა, ეს ის სტანდარტებია, რომელიც ამ გუნდს აქვს და გამოწვევა, რომელსაც ყოველთვის გადამწყვეტად უნდა უპასუხო.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი გეგმის მიხედვით არ დაიწყო, ვფიქრობ ჩვენ ყველას გვაქვს შესაბამისი უნარი და სული, რომ სწორ გზაზე ვიაროთ.

მე მჯერა, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ საკუთარ თავს რეალურად გამოვაჩენთ. დარწმუნებული ვარ, ეს მომენტი მალე დადგება.

მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმის, რომ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას შევძლებთ", - - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალურ ეტაპზე "ნიუკასლთან" შეხვედრის წინ გამართულ პრსკონფერენციაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 15 ქულა აქვს დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ გუნდი 3 ტურის შემდეგ, 3 ქულით A ჯგუფში, მესამე ადგილზეა.

სხვა სტატიები