ნისტელროიმ მანჩესტერი დატოვა | ამორიმს საკუთარი გუნდი მოჰყავს
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ კლუბის ლეგენდა, რუდ ვან ნისტელროი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას აღარ შეასრულებს. ვან ნისტელროიმ, თავისი ხანმოკლე მწვრთნელობის განმავლობაში, გუნდს ოთხ მატჩში უხელმძღვანელა,
კლუბის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, მანჩესტერ იუნაიტედმა ღრმა მადლიერება გამოხატა ვან ნისტელროის წვლილისა და თავდადებისთვის სამწვრთნელო შტაბში მუშაობის დროს.
რუდი არის და ყოველთვის იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა. ჩვენ მადლობელი ვართ მისი იმ როლისთვის, რაც ჩვენთვის შეასრულა. 'ოლდ ტრაფორდი' ყოველთვის მისი სახლი იქნება. - ვკითხულობთ იუნაიტტედის ოფიციალურ განხადებაში
კლუბმა ასევე დაადასტურა სამწვრთნელო შტაბის წევრების, რენე ჰეკის, ჯელე ტენ რუველარის და პიტერ მორელის წასვლა, ისინი ვან ნისტელროისთან ერთად მუშაობდნენ. იუნაიტედში ახალი ერა იწყება, კლუბი 'სპორტინგის' ყოფილ თავკაცს, რუბენ ამორიმის ჩააბარეს, თუმცა ჯერ არ დადასტურებულა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამორიმის გუნდს წარმოადგენს და სამწვრთნელო შტაბში იქნება.