ენცო ფერნანდესს მართვის მოწმობა ჩამოართვეს
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს, საგზაო მოძრაობის წესების ორჯერ დარღვევის გამო, მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს. ინფორმაციას Sky Sport ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლოში საქმე ფეხბურთელის დაუსწრებლად განიხილებოდა. გარდა ამისა, ფერნანდესი 3020 ფუნტით დაჯარიმდა.
არგენტინელი სკანდალში რამდენიმე თვის წინაც გაეხვა, როცა ,,ალბისელესტეს'' ფეხბურთელებმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ავტობუსში რასისტული სიმღერა შეასრულეს. ენცო ფერნანდესის ინსტაგრამ-ლაივში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შესახებ არგენტინელთა შეძახილები ისმოდა: ,,ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლიდან არიან ჩამოსულები.'' ინციდენტის გამო, ენცოს ლონდონის ,,ჩელსიში'' რამდენიმე თანაგუნდელმა ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.
მიმდინარე სეზონში ფერნანდესის ანგარიშზე ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.
🚨 BREAKING: Enzo Fernandez has been disqualified from driving for six months, after two driving offences saw him receive a total of 12 points.
— CFC-Blues (@CFCBlues_com) September 11, 2024
He was also fined up to £3,020. [@SkyNews] pic.twitter.com/rhhtXx8P4a