Belive

ჩელსის ახალი საგარეო ფორმა უნგრეთის ოქროს ნაკრების ინსპირაციით შეიქმნა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსიმ 2025-2026 წლების სეზონისთვის ახალი საგარეო ფორმა წარადგინა.

მაისურზე უნგრეთის დროშის ინსპირაციით წითელი და მწვანე დეტალებია წარმოდგენილი, რასაც თავისი ისტორია აქვს.

70-იან წლებში, ,,არისტოკრატებს'' დეივ სექსტონი წვრთნიდა, რომელიც უნგრეთის ,,ოქროს ნაკრების'' თაყვანისმცემელი იყო. სწორედ ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, უნგრეთის ლეგენდარული გუნდის პატივსაცემად, 1974 წელს ჩელსის ფორმაზე წითელი და მწვანე შტრიხები შეიტანეს.

ჩელსი ახალი ფორმით პირველ შეხვედრას 20 ივნისს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ფლამენგოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები