Belive

"სწრაფი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო" - ხვიჩა კვარაცხელია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი სტუმრად 0:3 დაამარცხა და პარიზული გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი გოლი მე-6 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მე-14 წუთზე ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 62-ე წუთზე სენი მაიულუმ დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და უეფამ მასთან ინტერვიუც ჩაწერა:

ბედნიერი ვარ, რომ ჩელსის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ, არ იყო მარტივი, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ და რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი დღე იყო და ჩვენი თამაში ვითამაშეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო, რომ ეს თამაში მოგვეგო და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. - ხვიჩა კვარაცხელია

სწრაფ გოლზე....

დიახ, სწრაფი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამის შემდეგ ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გოლს გავუშვებდით, შეხვედრის მიმდინარეობა შესაძლოა შეცვლილიყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა.

ყველა თამაშში ვცდილობთ, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ და ვფიქრობ, რომ დღესაც სწორედ ეს გავაკეთეთ და შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ბევრი შეხვედრა გვაქ დარჩენილი და თითოეულისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. - ხვიჩა კვარაცხელია

პარი სენ-ჟერმენმა ორი მატჩის ჯამში ჩელსი 8:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც გალათასარაი/ლივერპულის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით, ნიცას წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, რომ ჩამოვწეროთ:

  • კვარა საფრანგეთის ლიგა 1-ში - 21 მატჩი - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

  • კვარა ჩემპიონთა ლიგაზე - 11 მატჩი - 7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

სხვა სტატიები