ენტონი ლოპესმა ტრავმა გაითამაშა, რადგან მის მუსლიმ თანაგუნდელებს წყალი დაელიათ | VIDEO
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ნანტმა ლე ავრი 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის შედეგში განსაკუთრებული არაფერია, აქ უნდა აღინიშნოს ერთი ძალიან ღირსეული საქციელი, რომელიც ნანტის მეკარემ ენტონი ლოპესმა გააკეთა. პორტუგალიელმა მეკარემ მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა გაითამაშა, რამაც მის მუსლიმ თანაგუნდელებს რამადანის მარხვის დროს წყლის დალევის საშუალება მისცა.
ლიგა 1-ის რეგულაციები რელიგიური მიზეზების გამო ოფიციალური შესვენებების უფლებას არ იძლევა. ენტონი ლოპესის ეს ქცევა კი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
შეგახსენებთ, რომ რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები სულის განწმენდის მიზნით უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე. რამადანის ხანგრძლივობა მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული და 29-30 დღე გრძელდება.