Belive

ენტონი გორდონი: "პსჟ ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ენტონი გორდონმა გუშინდელი მარცხი შეაფასა და აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ინგლისელის თქმით, მიუხედავად კატალონიელთა წინააღმდეგობისა, ბარსელონა ვერ გაუმკლავდა პსჟ-ს იმ ინტენსიურ თამაშს, რომელსაც გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში მიმართავდა. გორდონმა "პარკ დე პრენსზე" გამართული შეხვედრის შესახებ, TNT Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას იმსახურებდნენ. ჩემი აზრით, ისინი უკეთესები იყვნენ. უკეთესი თამაში აჩვენეს და თამაშის ხარისხითაც გვაჯობეს. ფიზიკურადაც უფრო მაღალი ინტენსივობით თამაშობდნენ და ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ. უკვე ორი წელია, რაც პსჟ-ს დამარცხება ყველას სურს. უნდა გავაანალიზოთ ეს შეხვედრა და ვცადოთ, თავად გავხდეთ ასეთი გუნდი. - ენტონი გორდონი

ახლა ბარსელონას ყურადღება ლა ლიგისკენაა მიპყრობილი. კატალონიური კლუბი "ელ კლასიკოსთვის" ემზადება. ლა ლიგის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება კი, კატალონიელთათვის გადამწყვეტი იქნება, რათა გუნდმა კვლავ დაიბრუნოს სათამაშო რიტმი და პსჟ-სთან განცდილი მარცხი წარსულს ჩააბაროს.

სხვა სტატიები