Belive

ენრიკე მაროკოს ნაკრებს ჰაკიმის შესახებ აფრთხილებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის ენრიკემ, აშრაფ ჰაკიმის მაროკოს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით, სიტუაცია განმარტა და დაადასტურა, რომ ფეხბურთელი, ეროვნულ გუნდში, მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ესპანელმა, ამ თემაზე, მარსელთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჰაკიმის სრულიად ვენდობი, მაგრამ ის ნაკრების მომდევნო მატჩებში ვერ ითამაშებს. მაროკოს ნაკრებთან კონტაქტზე ვართ. ჩვენ ჰაკიმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიახლეებს ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - ლუის ენრიკე

ჰაკიმის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პსჟ-სა და მაროკოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბებს შორის, მოლაპარაკებები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ჰაკიმისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, ესპანელი სპეციალისტი, არანაირად არ აპირებს გარისკვას. ენრიკემ ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ფეხბურთელის სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში დაბრუნებაა.

მაროკოს ნაკრები, 25 სექტემბერს, აფრიკის თასზე, გაბონის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები