Belive

ენეს უნალი ტრავმირებულია - თურქეთის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ენეს უნალმა შეკრების დროს ტრავმა მიიღო. "ხეტაფედან" "ბორნმუთის" შემადგენლობაში იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელი თავისი ნაკრების შეკრებას გამოაკლდა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თურქეთის ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოს მეტოქე გახლავთ, რომელსაც აქამდე ჩაგლარ სოიონჯუ გამოაკლდა, ახლა კი თავდამსხმელი, რომელსაც ფეხის თითის მოტეხილობა დაუდგინდა.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები