დენზელ დუმფრისი: "პენალტის მომენტზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ"
ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. ინგლისისა და ნიდერლანდების შეხვედრა მე-7 წუთზე ხავი სიმონსის გოლით გაიხსნა. აქედან 11 წუთში დენზელ დუმფრისმა ჰარი კეინზე საჯარიმოში იუხეშა და პენალტი დაინიშნა. ინგლისის კაპიტანმა პენალტი გოლად გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, "სამმა ლომმა" 91-ე წუთზე გაიტანა და ფინალში ესპანეთს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ დანიშნულ პენალტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გარი ნევილმაც კი, თქვა რომ როგორც მცველი ამ დარღვევას პენალტად არ აღიქვამს. ამ მომენტს გამოეხმაურა თავად დამნაშავე დენზელ დუმფრისიც.
პენალტის მომენტზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს ძალით არ მინდოდა. მხოლოდ ბურთის დაბლოკვას ვცდილობდი. - განაცხადა დენზელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში
ამ მომენტის შესახებ ისაუბრა ნიდერლანდელთა კაპიტანმაც. ვირჯილ ვან დაიკის სიტყვებში მსაჯის მიმართ უკმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
სიტყვები არ მაქვს. გვიან გოლის მიღება ძალიან მძიმე. საშინლად მტკივნეულია. თქვენთან დგომა მიწევს მაგრამ, არც კი ვიცი რა ვთქვა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯი მაშინვე გასახდელში გაიქცა, ეს ბევრ რამეს ამბობს. - განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.