Belive

ენერ ვალენსიამ პოლიციისგან თავის დასაღწევად ტრავმა მოიმიზეზა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიის მანძილზე უამრავი სპორტის ვარსკვლავს ჰქონია პოლიციასთან პრობლემები, მაგრამ ცოტას თუ უცდია მათგან თავის დაღწევა ისე, როგორც ეს ენერ ვალენსიამ 2016 წელს სცადა. ჩილესთან შეხვედრაში, რომელიც ეკვადორმა 3:0 მოიგო, ვალენსიამ ტრავმა მოიმიზეზა, რათა პოლიციისგან თავი დაეღწია.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს მისი ხუთი წლის ქალიშვილისთვის, ალიმენტის სახით, 17 000 $ უნდა გადაეხადა, რაც ფეხბურთელმა არ გააკეთა. სწორედ ამის გამო, პოლიცია ეკვადორელი თავდამსხმელის დაკავებას აპირებდა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვალენსიას ადვოკატმა მოსამართლე დაარწმუნა, რომ დაკავების ორდერი გაეუქმებინა. იმ დროისთვის, ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი, "ევერტონში" ასპარეზობდა.

გუშინ 33 წლის ფეხბურთელს არაჩვეულებრივი მატჩი ჰქონდა. ყატარის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და მუნდიალზე ეკვადორის ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები