შესაძლოა, ჩელსიმ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, საშინაო მატჩები უემბლიზე გამართოს
დიდია იმის ალბათობა, რომ ლონდონის "ჩელსიმ" ხუთი წლის განმავლობაში მისი საშინაო მატჩები უმბლიზე გამართოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Sportbible ავრცელებს.
🚨 BREAKING 🚨 pic.twitter.com/Aj0nQDGsR0
— SPORTbible (@sportbible) January 12, 2023
მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" გაყიდა ის ბიზნესმენმა ტოდ ბეილიმ შეიძინა. ამერიკელი დათანხმდა იმ პირობას, რომ გუნდისთვის ახალ მოედანს ააშენდებდა.
Mirror-ის ცნობით, კლუბმა უკვე დაიწყო ვარიანტების განხილვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ "სტემფორდ ბრიჯი" დაინგრევა და მის ადგილას ახალი მოედანი აშენდება. სამუშაოებს დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში, ლონდონელები საშიანო შეხვედრებს ლეგენდარულ "უემბლიზე" გამართავენ. ზოგიერთი გამოცემა ამბობს, რომ ახალი მოედნის აშენებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და "არისტოკრატებს" "უემბლიზე" თამაში 10 წელი მოუწევთ.