Belive

კენილვორს როუდი - სტადიონი, რომლის მსგავსსაც ვერ ნახავთ

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, "ლუტონ თაუნი" ახალი სტადიონის აშენებას ცდილობდა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ინგლისურმა კლუბმა "კენილვორს როუდის" განახლება რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ფინანსების ნაკლებობის გამო, გეგმები დიდი ხნის წინ ვერ განხორციელდა.

"ლუტონის" საშინაო მოედანს აშკარად ეტყობა, რომ ისინი პრემიერ ლიგაში პირველად ითამაშებენ. "კენილვორს როუდი" 1905 წელს აშენდა და პირვანდელ სახეს პირნათლად ინარჩუნებს.


0_GettyImages-1372966860

ვინაიდან, გუნდმა პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა, მოუწევთ სტადიონის გაკეთება ან თუნდაც ახლის აშენება. როგორც ზემოთ ვახსენე, "ლუტონს" ახალი მოედნის აშენების არაერთი მცდელობა ჰქონდა. 2015 წელს კლუბმა ქალაქ ლუტონის ცენტრში სარკინიგზო ლიანდაგის გასწვრივ მიწა იყიდა, თუმცა მშენებლობის ნებართვის მიღება რთული აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, "ლუტონ თაუნის" სტადიონი 17,500 გულშემატკივარს დაიტევს, დაახლოებით 7,500-ით მეტი ვიდრე ძველი მოედანი. აღსანიშნავია, რომ განიხილება უფრო დიდი 23 000-იანი მოედნის მშენებლობაც.

საინტერესოა, რომ მოედანი Power Court-ის ნაწილი იქნება რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსში საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმრო, საცალო ფართი და სხვადასხვა ბარები თუ რესტორნები იქნება.



შეგახსენებთ, რომ "ლუტონი" არსებობის მანძილზე პრემიერ ლიგაში პირველად იასპარეზებს. მათთან ერთად უმაღლესი დივიზიონის საგზური "შეფილდმა" და "ბარნლიმ" მოიპოვა.

სხვა სტატიები