Belive

ენდი რობერტსონმა მცველებს შორის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-17 ტურში ,,ლივერპული'' სტუმრად ,,ასტონ ვილას'' ამარცხებს.

მატჩში ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რომელმაც ენდრიუ რობერტსონის გადაცემით ისარგებლა.

შოტლანდიელს ინგლისის ჩემპიონატში 54 ასისტი (231 შეხვედრაში) დაუგროვდა, რაც მცველებს შორის პრემიერლიგაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

28 წლის რობერტსონმა ლეიტონ ბეინსის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც 53 საგოლე პასია (420 შეხვედრაში).

სხვა სტატიები