Belive

"ვიცი, რას ნიშნავს ეს ქართველებისთვის" - მამარდაშვილი ლივერპულს მიესალმა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში პირველი არაოფიციალური მატჩი ჩაატარა. პრე-სეზონის პირველ შეხვედრაში, ლივერპულმა სტუმრად პრესტონი 1:3 დაამარცხა,

მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მინდორზე 45 წუთი გაატარა (არნე სლოტმა, მეორე ტაიმში, მთელი გუნდი შეცვალა). ქართველ მეკარეს საქმე არ ჰქონია, მასპინძლებმა სულ 3-ჯერ დაურტყეს, თუმცა სამივე არაზუსტად.

შეხვედრის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა მისასალმებელი პოსტი გამოოაქვეყნა.

გამარჯობა, წითლებო. განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში - დებიუტი ლივერპულში.

ვამაყობ, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც ამ ლეგენდარულ კლუბს წარმოადგენს. ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ქართველი ხალხისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია. - წერს გიორგი მამარდაშვილი
View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

სხვა სტატიები