Belive

"ლივერპული გიორგი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს" - Relevo

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo აქვეყნებს, ქართველი მეკარე ინგილისურ გუნდს შესაძლოა ალისონ ბეკერის წასვლამდე იჯარით შეუერთდეს.

წყაროს ინფორმაციით "ვალენსიასა" "ლივერპულს" შორის შეხვედრა ამ საკითხის განსახილველად მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. არის ერთი ფაქტორი, რომ მერსესაიდელები ჯერჯერობით ალისონ ბეკერთან მუშაობას მინიმუმ ერთი წლით გააგრძელებენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის ხელიდან გაშვებაც არ უნდათ, რადგან ხედავენ, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება დღითი დღე იმატებს. ინგლისურ გუნდს უნდა, რომ ქართველმა მეკარემ მათთან კონტრაქტს ხელი მოაწეროს და შემდეგ იჯარით სხვა გუნდში ითამაშოს.

როგორც გაზეთი წერს, გიორგი მამარდაშვილს მხოლოდ ტოპ-კლუბში წასვლა სურს, სადაც ის ასევე იქნებოდა ძირითადი შემადგენლობის მეკარე, რაც ამჟამად შეუძლებელია. ამიტომ განიხილება "ლივერპულში" გაფორმების შემდეგ მისი იჯარით გაშვების ვარიანტი. მერსესაიდულ გუნდს სურს, რომ მეკარე ისევ ინგლისურ გუნდში გადავიდეს, რადგან პრემიერ ლიგას უფრო მოერგოს.

სხვა სტატიები