"ემპოლისთან გამარჯვება მნიშვნელოვანია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ლუჩიანო სპალეტი
ხვალ "ნაპოლი" სერია ა-ს ეგიდით მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც "ემპოლის" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.
📃 I convocati di #EmpoliNapoli 👇
— Official SSC Napoli (@sscnapoli) February 24, 2023
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/VEsuNdt4mJ
ტრადიციულად, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა ლუჩიანო სპალეტიმ, სადაც ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ბოლო ორი შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა.
"გუნდმა ამ კვირაში მხოლოდ ერთი დღე დაისვნა. ფრანკფურტიდან ჩამოსვლის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ. სამწვრთნელო შტაბში მყავს სპეციალისტები, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას მაწვდიან ფეხბურთელების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოთამაშეებს აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ, რათა მოედანზე მთელი რესურსი გამიყენონ. თუმცა, დაღლილი კუნთებისთვის საუკეთესო მასაჟი გამარჯვებაა."
"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ასე რომ "აინტრახტთან" მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად არ გვცალია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან რთული მატჩი გველის. უნდა გვახსოვდეს, რომ "ემპოლი" არ არის ადვილი მეტოქე. ამ მატჩში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
"ნაპოლიმ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. "ემპოლი" ძალიან კომპაქტური გუნდია და ფეხბურთელებს მოედანზე პოზიციების შერჩევა კარგად ეხერხებათ. მათ გუნდში ისეთი მოთამაშეები ყავთ, რომელთაც მალე მაღალი დონის კლუბებში ვიხილავთ. ასევე ყველას კარგად მოგვეხენება ლუპერტოს ხარისხისა და გამოცდილების შესახებ. "ემპოლის" ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და იმ გამოწვევებზე ვფოკუსირდეთ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
შეგახენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ემპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.