Belive

ფრანგი ჟურნალისტი: "შერკი უფრო იმსახურებს ოქროს ბურთს, ვიდრე იამალი"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები იბრძოდა. შტუტგარტში ჩატარებული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება გულშემატკივრებისათვის - ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 5:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა - იულიენ ლაურენსმა, ძალიან უცნაური და საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ ოქროს ბურთს რაიან შერკი უფრო იმსახურებს ვიდრე ნებისმიერი სხვა, მათ შორის ლამინე იამალი.

„ოქროს ბურთი? გუშინდელი მატჩის მიხედვით, შერკი იგებს ოქროს ბურთს.
მან 30 წუთი ითამაშა და ყველას ჯობია. ლამინ იამალმა გაიტანა პენალტი და გოლი, რომელიც მენიოს უნდა მოეგერიებინა, რადგან ასაღები ბურთი იყო." - იულიენ ლაურენსი

8 ივნისს, ესპანეთი პორტუგალიასთან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საფრანგეთი კი მესამე ადგილის დასაკავებლად გერმანიის დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები