Belive

ადებაიორი: "ოსიმენს ვურჩევ რომ ჩელსიში წავიდეს, ის დროგბაზე მაგარი იქნება..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ყოფილმა ტოგოელმა ფორვარდმა - ემანუელ ადებაიორმა, ვიქტორ ოსიმენს "ჩელსიში" გადასვლა ურჩია.

ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენს შეიძლება ჰქონდეს ისეთივე გავლენა, როგორიც დიდიე დროგბას "ჩელსიში" ყოფნის დროს.

"მას აქვს სწორი დამოკიდებულება, მენტალიტეტი და მონდომება, რომ ინგლისში თავი საუკეთესოდ გამოაჩინოს.

ვლოცულობ, რომ ოსი პრემიერ ლიგაში გადავიდეს და აჩვენოს, თუ რა შეუძლია. პრემიერ ლიგა არის ყველაზე რთული და საუკეთესო ლიგა მსოფლიოში.

ოსიმენმა ეს უკვე იტალიაში აჩვენა და გააკეთა, ვფიქრობ, რომ მისთვის შესაფერისი დროა ინგლისში გადავიდეს და თავისი კერპი დროგბა შეცვალოს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სახელი მოიპოვოს და დაწეროს მინიმუმ ისეთი დიდი ისტორია ინგლისში, როგორიც დროგბას ჰქონდა, თუმცა ჩემი ღრმა მოსაზრებით, ოსიმენს გაცილებით მეტის თქმის შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ეს დროგბამ გააკეთა..." - ემანუელ ადებაიორი

ოსიმენს, რომელიც ამჟამად "ნაპოლიში'' თამაშობს, დიდი ხანია პრემიერ ლიგაში გადასვლას უკავშირებენ. როგორც ცნობილია ვიქტორ ოსიმენის შეძენით პრემიერ ლიგის სამი გრანდი: "ჩელსი", "ლივერპული" და "არსენალი" არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ ადებიორი წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის 4 სხვადასხვა კლუბში: "არსენალში"; "სიტიში", "ტოტენჰემში" და "კრისტალ პალასში" თამაშობდა. ტოგოელ ფორვარდს პრემიერ ლიგაში 97 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები