ემპოლისთან მარცხის შემდეგ ნაპოლიში გარსიას შესაძლო გათავისუფლებაზე იმსჯელებენ
,,ემპოლისთან'' მარცხის შემდეგ, შესაძლოა, რუდი გარსია ,,ნაპოლიდან'' დაითხოვონ. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დღეს ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, სტადიონი მსაჯის ფინალურ სასტვენამდე დატოვა.
როგორც რომანო წერს, ,,ნაპოლიში'' ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებაზე იმსჯელებენ, რაც გარსიას რამდენიმე კვირის წინაც ემუქრებოდა.
სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, ,,პარტენოპეის'' 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. გარსიას გუნდს საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული.
🚨🔵 Napoli are discussing Rudi Garcia position internally after today’s defeat vs Empoli at Maradona stadium.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 12, 2023
President Aurelio de Laurentiis left the stadium ahead of final whistle.
Internal talks set to take place as Garcia was already at risk one month ago. pic.twitter.com/UrTOU0Plp6