Belive

სიმონე ინძაგი: "დავიღალე"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერის ხელმძღვანელებთან გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ, სიმონე ინძაგიმ ინტერიდან წასვლის მიზეზები დაასახელა. იტალიელი მწვრთნელი ალ ჰილალში გადასვლას უახლოვდება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგიმ ინტერის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ მას აღარ ჰქონდა ენერგია, რომ იტალიაში კარიერა გაეგრძელებინა.

შეხვედრაზე სიმონე კლუბის პრეზიდენტ ბეპე მაროტას, სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოს და მოადგილე დარიო ბაჩინს შეხვდა და სამეულს უთხრა, რომ მას აღარ ჰქონდა ენერგია, რომ მუშაობა გაეგრძელბინა.

მეტი აღარ შემიძლია, დავიღალე, მგონი, ჩემი დრო აქ დასრულდა. მე აღარ მაქვს ენერგია, რომ გავაგრძელო. - ციტირებს ინძაგის სიტყვებს La Gazzetta dello Sport

ინძაგის წასვლა ოთხწლიანი წარმატებული მუშაობის დასასრულია, სადაც მან ექვსი ტიტული მოიგო, მათ შორის სერია A-ს ტიტული და იტალიის 2 თასი. მან ასევე სამი წლის განმავლობაში, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გაიყვანა, თუმცა ორივე მარცხით დასრულდა.

სხვა სტატიები