ემპოლიმ სერია A-ს ყველა დროის ანტირეკორდი დააფიქსირა
სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონის პირველი 5 ტურის შემდეგ, "ემპოლიმ" იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ანტირეკორდი დააფიქსირა.
"ემპოლი" ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელთაც განვლილი 5 ტურის შემდეგ 0 ქულა დააგროვა და გოლის გატანაც ვერ შეძლო.
0 - L'Empoli è prima squadra della storia che non è stata in grado né di conquistare punti né di segnare nelle prime 5 gare stagionali di un campionato di Serie A. Nero.#EmpoliInter
— OptaPaolo (@OptaPaolo) September 24, 2023
"ემპოლი" პირველი 5 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. მათ ანგარიშზე 0 ქულა და 0 გატანილი გოლია, საკუთარ კარში კი 13 გოლი მიიღეს.
როგორც ფოტოზე ხედავთ, ემპოლი პირველი 5 ტურიდან ხუთივეში ისე დამარცხდა, რომ კლუბმა გოლის გატანაც კი ვერ შეძლო.
ასევე შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" "რომასთან" 7:0 მარცხის შემდეგ, კლუბის მთავარი მწვრთნელი - პაოლო ძანეტი დაითხოვა.
"ემპოლი" შემდეგ მატჩს შინ, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე შედგება.