Belive

ემპოლიმ ისტორიული მატჩი ჩაატარა - რეკორდის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში "ემპოლი" "კალიარის" ესტუმრა, სადაც საბა გოგლიჩიძის გუნდმა 0:2 გაიმარჯვა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ლორენცო კოლომბომ გაიტანა, 49 წუთზე კი სებასტიანო ესპოსიტომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ემპოლიმ" 2024/25 წლების სერია A-ს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ეს კი რეკორდია. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 5 ტურის შემდეგ 2 მოგება და 3 ფრე აქვს, ასეთი რამ კი "ემპოლის" ისტორიაში, სერია A-ს მასშტაბით პირველი შემთხვევაა, როდესაც ტოსკანური გუნდი საწყის 5 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

საბა გოგლიჩიძე კი ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია, ქართველმა 20 წლის მცველმა ზედიზედ სამი შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სამივე შეუცვლელად ითამაშა.

"ემპოლი" 5 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში 9 ქულით (2 მოგება და 3 ფრე) მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ტოსკანური გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, "ფიორენტინას" წინაარმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები