ემპოლი სერია A-დან გავარდნას ბოლო წუთზე გადაურჩა
სერია A-ს ბოლო 38 ტურის შეხვედრაში "ემპოლი", სადაც საბა გოგლიჩიძე ირიცხება "რომას" დაუპირისპირდა. "ემპოლის" ამ თამაშში მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან ვარდებოდა. მატჩის ბოლო წუთზე მ'ბაიე ნიანგმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი სერია A-ში დატოვა, შეხვედრა 2:1 დასრულდა.
"ემპოლი" თავდაპირველადაც იგებდა, მე-13 წუთზე გოლი მატეო კანჩელიერიმ გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ჰუსემ აუარმა ანგარიში გაათანაბრა, ბოლო გადამწყვეტი გოლი კი როგორც უკვე გითხარით სენეგალელმა ფეხბურთელმა გაიტანა.
საბოლოოდ მოვლენები ასე განვითარდა გიორგი კვერნაძის "ფროზინონემ" "უდინეზესთან" მინიმალური სხვაობით 0:1 წააგო, 35 ქულა დააგროვა და სერია B-ში გავარდა, "ემპოლიმ" კონკურენტს 1 ქულით გაასწრო და იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში დარჩენა გაინაღდა.