Belive

ემპოლის ფრე პარმასთან | საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში "პარმასა" და "ემპოლის" შეხვედრაში ფრე 1:1 დაფიქსირდა. საბა გოგლიჩიძემ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა 6.6-ით შეაფასა. მან ბურთი 4-ჯერ მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ერთხელ ჩაჭრა, ართმევის მცდელობა 3-ჯერ ჰქონდა. საბამ 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გამარჯვებული დარჩა, ბურთს 53-ჯერ შეეხო, მის მიერ გაკეთებული 39 გადაცემიდან 34 ზუსტი იყო (87%).

Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელი 6.5-ით შეაფასა.

"ემპოლის" 9 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა (2 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას საბა გოგლიჩიძის გუნდი 30 ოქტომბერს, 21:30 საათზე, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები