Belive

ემილიანო მარტინესი: ,,ვფიქრობ, ვან გაალმა პირი უნდა მოკეტოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი, ნიდერლანდებთან მოგების შემდეგ, ლუი ვან გაალის კომენტარს გამოეხმაურა:

,,გავიგე, ვან გაალმა თქვა, რომ ნიდერლანდებს პენალტების სერიაში უპირატესობა ექნებოდა. მისი თქმით, თერთმეტმეტრიანების სერიაში მისი გუნდი მოიგებდა...

ვფიქრობ, მან ახლა პირი უნდა მოკეტოს,'' - განაცხადა მარტინესმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

მარტინესმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერგუისს აჯობა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები