"ემილიანო მარტინესს შეცვლის" - ასტონ ვილა მამარდაშვილის დამატებისთვის ბრძოლას აგრძელებს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებისთვის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ კლუბებს შორის გამართულ ბრძოლაში "ასტონ ვილა"
აქტიურობს.
"ასტონ ვილა" "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული. 22 წლის მეკარე ამ სეზონში ლა ლიგაში შთამბეჭდავია და ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია შეცვალოს ემილიანო მარტინესი "ვილას" მეკარის პოზიციაზე", - წერს topcrnr.com-ი.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.
- გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა
- MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა”
- გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
- გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა | VIDEO
- ხვიჩა კვარაცხელია: “გიორგი დიდი გულის ბიჭია და მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა”
- კარლო ანჩელოტი: “ვინისიუსს პირველად მამარდაშვილმა და უგო დურომ შეუტიეს”