Belive

ემილ სმით როუ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"არსენალმა" განაცხადა, რომ ემილ სმით როუმ ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და დეკემბრამდე ვერ ითამაშებს.

სმით როუ 2022-2023 წლების სეზონში "მეთოფეების" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე არის. "მანჩესტერთან" 3:1 წაგებულ შეხვედრაში ინგლისელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ამ თამაშის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე გარბენი განახორიელა და საზარდულის ტრავმა სწორედ ამ მომენტში მიიღო.

მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გაამხილა, რომ სმიტ როუს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწუხებდა ეს ტრავმა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ემილ სმიტ როუ განიცდიდა დისკომფორტს საზარდულის არეში, სწორედ ამან გამოიწვია მისი სათამაშო დროის შემცირება.- წერია "არსენალის" ოფოციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები