ისაკი ნიუკასლის ისტორიაში შევიდა - შირერის შემდეგ ყველაზე ბევრი გოლი...
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "ნიუკასლის" 24-წლის ფორვარდი - ალექსანდერ ისაკი "ნიუკასლის" ისტორიაში შევიდა.
კერძოდ კი, 24 წლის შვედი, ალან შირერის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი "კაჭკაჭების" ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში პრემიერ ლიგის გათამაშებაში 20+ გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი შედეგი 2003/2004 წლის სეზონის შემდეგ არცერთ "ნიუკასლის" ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია და პირველი სწორედ ალექსანდერ ისაკია, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 20 გატანილი გოლი და 1 შესრულებული საგოლე გადაცემაა.
მიმდინარე სეზონში "ნიუკასლი" 35 ჩატარებული ტურის შემდეგ, მე-6 პოზიციას 56 ქულით იკავებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ალან შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირია. მის ანგარიშზე 260 გატანილი გოლია.