ემანუელე ჯაკერინი: "კვარაცხელია კაკას და სალაჰს მაგონებს"
"ნაპოლის", "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა, ემანუელე ჯაკერინიმ "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია კაკას და სალაჰს მაგონებს, რადგან მას მათი მსგავსი თვისებები აქვს, როგორიცაა პროგნოზირებადობა და ფეთქებადობა.
კვარას მიერ გატანილი გოლი "კრემონეზეს" წინააღმდეგ გვიჩვენებს, თუ რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია მას მეტოქე გუნდებისთვის.
ფოკუსირება ლობოტკაზე? არა მგონია, რომ ის იყოს "ნაპოლის" მთავარი მოთამაშე, რადგანაც თუ ოსიმენი და კვარა კარგ ფორმაში არიან, ისინი თითქმის ყოველთვის წყვეტენ თამაშს დამოუკიდებლად", - თქვა 37 წლის იტალიელმა.
2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში, 22 წლის ქართველმა ვარკსვლავმა 11 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.