Eldesmarque: "მამარდაშვილი ვალენსიას გადარჩენას განაგრძობს"
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, "სელტასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება შედგა. ვიგოში, "Estadio de Balaídos"-ზე, "ვალენსიამ" პრინციპულ შეხვედრაში გაიმარჯვა (1:2) და გასავარდნ ზონაში მყოფ "ხეტაფესთან" 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
- გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი მოგერიება სელტას წინააღმდეგ | VIDEO
- ესპანური მედია: პრემიერ ლიგის სკაუტები მამარდაშვილის თამაშს არ აცდენენ
"ვალენსიას" გამარჯვებაში ლომის წილი ქართველმა კიპერმა - გიორგი მამარდაშვილმა დაიდო, რომელმაც მატჩში 5 სეივი განახორციელა და ერთ-ერთი უმაღლესი (7.6) შეფასება დაიმსახურა.
"ღამურების" კარის დარაჯის მორიგი კარგი პერფორმანსი ესპანურ მედიას უყურადღებოდ არ დარჩენია. Eldesmarque საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მამარდაშვილი "ვალენსიას" გადარჩენას განაგრძობს.
"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" გადარჩენას ბრწყინვალე სეივებით განაგრძობს. "სელტას" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, ქართველმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გუნდში არსებული მძიმე ვითარება და გარემოებები ხაზს უსვამს, რომ ქართველი კიპერი "ვალენსიაში" უკანასკნელ სეზონს ატარებს - არ დაგვავიწყდეს პრემიერ ლიგის გრანდების ინტერესი, რომელზეც უარის თქმა საკმაოდ რთულია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილს დავიდ დე ხეას შემცვლელად განიხილავს, თუმცა, მისი სამსახურით "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "ლესტერიც" ინტერესდებიან", - Eldesmarque.
შეგახსენებთ, "ვალენსიასთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.